საქართველოს ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებებით გადამყვანი პირებისთვის წინასწარი სამედიცინო შემოწმება სავალდებულო აღარ იქნება.
აღნიშნულთან დაკავშირებით შესწორება შედის საგზაო მოძრაობის უსფართხოების შესახებ კანონში.
როგორც კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ, წინასწარი სამედიცინო შემოწმება პრაქტიკაში არ სრულდებოდა და მხოლოდ ფორმალური ხასიათი ჰქონდა, რაც გარკვეული კორუფციული სახის გარიგებებსაც უკავშირდებოდა.
ამასთან მათივე თქმით, ქვეყნის შიდა სამგზავრო რეგულარული გადაყვანის დიდი ნაწილი ფაქტიურად ხორციელდება სასოფლო ტიპის დასახლებებიდან ინდივიდუალური მეწარმის (გადამზიდველი) მიერ, სადაც საკმაოდ რთულია მძღოლის სამედიცინო შემოწმების განხორციელება.
ახალი კანონპროექტის მიხედვით კი მძღოლების წინასწარი სამედიცინო შემოწმების ვალდებულება იხსნება, თუმცა ეს არ შეეხება იმ პირებს ვინც საერთაშორისო გადამზიდავები არიან.
აღნიშნული ცვლილება ზალაში კანონის გამოქვეყნებისთანავე შევა. კანონპროექტის ინიციატორები არის საქართველოს პარლამენტის წევრი ლაშა თორდია და კახაბერ ანჯაფარიძე.