თავისი არსებობის განმავლობაში პირველად, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, რომელიც ევროპაში უდიდესია, მთალიანად გათიშულია ელექტროენერგიის წყაროდან. ინფორმაციას უკრაინის ატომური ენერგეტიკის ეროვნული კომპანია "ენერგოატომი" ავრცელებს.
კომპანიის განცხადებით, ხანძრის გამო ელექტროსადგურსა და უკრაინის ენერგოსისტემას შორის კომუნიკაციის ბოლო, მეოთხე ხაზი ორჯერ გაითიშა.
მანამდე, პირველი, მეორე და მესამე ხაზები დაბომბის გამო დაზიანდა.
შედეგად, ელექტროსადურის ორი მოქმედი რეაქტორი აღარ არის დაკავშირებული ქსელთან. ამრიგად, საუბარია ატომური ელექტროსადგურის ელექტროქსელიდან ისტორიაში პირველ სრულ გათიშვაზე.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, უკრაინაში შეჭრიდან მალევე, მარტში დაიკავა. ელექტროსადგურზე უკრაინელი პერსონალი აგრძელებს მუშაობას.
აგვისტოს დასაწყისში გავრცელდა ცნობები, ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიის დაბომბვის თაობაზე, რამაც გაზარდა ბირთვული ინციდენტების რისკი.