საქართველოს პრეიზდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩაპლინოს სარკინიგზოს სადგურზე რუსეთის არმიის თავდასხმას გამოეხმაურა.
"შოკირებული და დამწუხრებული ვარ ჩაპლინოს მატარებლის სადგურზე რუსეთის მიერ განხორციელებული იერიშის გამო. საშინელი თავდასხმა, ძალადობის ბარბაროსული გამოვლინება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს. ვგლოვობ სიცოცხლის ტრაგიკულ დანაკარგს. საქართველო უკრაინელი ერის გვერდით დგას", - წერს ზურაბიშვილი ტვიტერზე.
დნეპროპეტროვსკის ოლქში, ჩაპლინოს რკინიგზის სადგურზე 24 აგვისტოს რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ორი ბავშვი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ჩაპლინოზე განხორციელებულ თავდასხმა. უწყების მტკიცებით, "დაიღუპა 200-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო და განადგურდა 10 ერთეული ტანკი".