რუსეთმა შეიმუშავა დეტალური გეგმა ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის - ევროპაში უდიდესი - უკრაინის ელექტროქსელიდან გათიშვის შესახებ.
უკრაინის ატომური ენერგეტიკის კომპანიის ხელმძღვანელმა The Guardian-ს განუცხადა, რომ რუს ინჟინრებს აქვთ გეგმა, რომ გათიშონ სადგური და დააკავშირონ იგი რუსულ ქსელთან.
"მათ წარუდგინეს [გეგმა] სადგურის მუშაკებს და სადგურის მუშაკებმა ჩვენ წარმოგვიდგინეს", - თქვა პეტრო კოტინმა.
"ამ გეგმის წინაპირობა იყო ყველა ხაზის მძიმედ დაზიანება, რომელიც აკავშირებს ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურს უკრაინის სისტემასთან", - დასძინა მან.
კოტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა მოამზადა კონკრეტული გეგმა ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურის გათიშვის შესახებ "საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში. გათიშვა სერიოზულ რისკს წარმოშობს რეაქტორების გაგრილების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, რასაც შესაძლოა ბირთვული კატასტროფა მოჰყვეს.
შეგახსენებთ, 25 აგვისტოს ბრიტანეთის თავდაცვის დეპარტამენტმა სატელიტიდან გადაღებული ფოტოები გაავრცელა, რომლებზეც ჩანს, რომ რუსეთის ჯარები ზაპოროჟიეში, ატომური ელექტროსადგურის მეხუთე რეაქტორიდან 60 მეტრშია განთავსებული.
დღესვე, უკრაინის, ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურის გარშემო სატელეფონო საუბარი გამართეს რუსეთის და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრებმა, სერგეი შოიგუმ და სექასტიან ლეკორნიუმ.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, უკრაინაში შეჭრიდან მალევე, მარტში დაიკავა. ელექტროსადგურზე უკრაინელი პერსონალი აგრძელებს მუშაობას.
აგვისტოს დასაწყისში გავრცელდა ცნობები, ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიის დაბომბვის თაობაზე, რამაც გაზარდა ბირთვული ინციდენტების რისკი