დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, მოულოდნელი ვიზიტით, კიევში ჩავიდა.
"რაც უკრაინაში ხდება ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ ვარ დღეს კიევში. სწორედ ამიტომ, გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს უკრაინელი მეგობრების გვერდით დგომას. მწამს, რომ უკრაინას შეუძლია გამარჯვება და გაიმარჯვებს კიდეც ამ ომში", - წერს ბორის ჯონსონი ტვიტერში.