ენტონი ფაუჩის განცხადებით, აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორისა და თეთრი სახლის მთავარი სამედიცინო მრჩევლის თანამდებობას დეკემბერში დატოვებს.
81 წლის ფაუჩის თქმით, რომელიც ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტს 38 წელია ხელმძღვანელობს, თანამდებობებს დატოვებს კარიერის "შემდეგი თავის გასაგრძელებლად".
"მე ვაპირებ გავაგრძელო ჩემი კარიერის შემდეგი ეტაპი, სანამ ჯერ კიდევ მექნება ენერგია და ვნება ჩემი სფეროს მიმართ", - თქვა მან.
დოქტორი ფაუჩი ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტს 1968 წელს შეუერთდა, როდესაც პრეზიდენტი ლინდონ ჯონსონი იყო. შემდეგ ის დაინიშნა ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორად, მაშინ როდესაც ქვეყანაში შიდსის ეპიდემია მძვინვარებდა. მას შემდეგ ის შვიდი პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირობებში მუშაობდა - რესპუბლიკელი რონალდ რეიგანიდან დემოკრატ ჯო ბაიდენამდე.
საყოველთაო პოპულარობა ენტონი ფაუჩიმ მხოლოდ 2020 წელს, კოროვირუსის პანდემიის დაწყებასთან ერთად მოიპოვა.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მადლობა გადაუხადა ენტონი ფაუჩის. "ამერიკის შეერთებული შტატები უფრო ძლიერი, უფრო მტკიცეა და ჯანმრთელია მის გამო", - წერს პრეზიდენტი განცხადებაში.