იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში დღეს პროექტის, სახელწოდებით ~სამოქალაქო მონაცემების ინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოში~ პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას მონაწილეობას ღებულობდნენ: იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე, შვედეთის ელჩი საქართველოში დაიანა იეინსი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, სამოქალაქო და საჯარო რეესტრების, ცენტრალური სარჩევნო კომისიის წარმომადგენლები.
პროექტს ~სამოქალაქო მონაცემების ინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოში~ სამოქალაქო რეესტრის სააგენტო, შვედეთის საერთაშორისო განვითრებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით ახორციელებს. პროექტი 30 თვეს მოიცავს, ხოლო მისი ბიუჯეტი 23 500 000 შვედური კრონას (3 014 500 აშშ დოლარს) შეადგენს.
აღნიშნული პროექტი ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავს, ესენია: საარჩევნო სიების ფორმირება, მოქალაქეობა-მიგრაცია, დამისამართება და იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელთა ტრეინინგი.
უკანასკნელი წლების განმავლობაში, სხვადასხვა საჯარო სექტორში განხორციელებული ფართომასშტაბიანი რეფორმების ფონზე, ქვეყანაში არსებული გაუმართავი დამისამართების სისტემის საკითხი კვლავ მოუგვარებელია. ეს კი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყანაში ავტომატიზირებული, განახლებადი, საიმედო საარჩევნო სიისა და სამართლიანი საარჩევნო პროცესის ფორმირებაზე.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ინიციატივით, პროექტის ფარგლებში, დაიწყო დამისამართების პროექტის პილოტირება. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება დამისამართების პროცესის მიმდინარე შედეგები.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, აღნიშნული პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ე.წ. `ერთი ღილაკის დაჭერით~ საარჩევნო სიების ფორმირება, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა მოხდეს მონაცემების ონლაინ გაცვლის უზრუნველყოფა ყველა იმ უწყებებთან რომლებიც ჩართულები არიან საარჩევნო სიების ფორმირებაში.
`მთელი საქართველოს მასშტაბით ვიწყებთ დამისამართების პროექტს. აღნიშნული პროექტი პილოტურ რეჟიმს მოიცავს, მაგრამ იმედია მაქვს, რომ სხვა დონორებიც გააგრძელებენ ამ მიმართულებებით დაფინანსებას~,-განმარტა ვაშაძემ.
საქართველოში შვედეთის ელჩის დაიანა იეინსის განცხადებით, პროექტით გათვალისწინებული პირობების წარმატებით შესრულება, კერძოდ კი მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურის დანერგვა, საგრძნობლად გააუმჯობესებს სახელმწიფო დაწესებულებების ოპერაციულ შესაძლებლობებს და მომსახურების ხარისხს.
მისი თქმით, აღნიშნულ პროექტი პირდაპირ კავშირშია სანდო და გამჭვირვალე საარჩენო სიების ფორმირებასთან.