უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა კომენტარი გააკეთა მოსკოვში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელსაც ულტრამემარჯვენე ალექსანდრ დუგინის ქალიშვილი ემსხვერპლა.
პოდოლიაკმა კატეგორიულად გამორიცხა ყოველგვარი კავშირი დარია დუგინას მკვლელობასთან.
"ხაზს ვუსვამ, რომ უკრაინა, რა თქმა უნდა, არაფერ შუაშია ამასთან, რადგან ჩვენ არ ვართ კრიმინალური სახელმწიფო, როგორიც არის რუსეთის ფედერაცია და მით უმეტეს, ტერორისტული სახელმწიფო", - განაცხადა პოდოლიაკმა.
მისივე თქმით, ეს მკვლელობა მოწმობს რუსეთის შიგნით ძალაუფლებისთვის და სხვადასხვა ჯგუფს შორის გავლენისთვის ბრძოლას. პოდოლიაკი ვარაუდობს, რომ კრემლის პროპაგანდა დუგინას მკვლელობას გამოიყენებს საზოგადოებრივი აზრის უკრაინის სიძულვილისკენ მისამართად.