UFC ის ქართველმა მებრძოლმა, 31 წლის მერაბ დვალიშვილმა 36 წლის ბრაზილიელი, ლეგენდარული ჟოზე ალდო დაამარცხა 3-რაუნდიან ბრძოლაში.
მსაჯების გადაწყვეტილებით, დვალიშვილმა მეტოქე სამივე რაუნდში დაამარცხა - (29-28, 29-28, 30-27).
მერაბ დვალიშვილმა კარიერაში კარიერაში მე-15 მოგება, ხოლო UFC-ში ზედიზედ მე-8 გამარჯვება იზეიმა.
ბრძოლის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, მერაბმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციასა და უკრაინაში გაჩაღებულ ომზე ილაპარაკა.
მერაბმა ჟურნალისტებს საქართველოს რუკის ფორმის გულსაკიდი აჩვენა და ყველას შეახსენა, რომ მისი სამშობლოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული.
"ეს დამოუკიდებელი საქართველოს რუკაა. როცა მე დავიბადე, რუსეთმა ეს ნაწილი დაიპყრო (აფხაზეთი), 2008 ში კი ეს ტერიტორია (სამაჩაბლო). მინდა, ხმამაღლა ვთქვა – რუსეთი ოკუპანტია! რუსეთს ჩემი ქვეყნის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული. რუსეთი ამავეს აკეთებს ახლა უკრაინაში. იღუპება უამრავი უდანაშაულო ადამიანი. ჩვენ შეგვიძლია ამ ომის, ამ სიგიჟის შეჩერება", - განაცხადა მერაბ დვალიშვილმ.