უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტების, ვოლოდიმირ ზელენსკსისა და რეჯებ ტაიპ ერდოღანის ლვოვში შეხვედრის ფარგლებში, ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს თურქული მხარის მონაწილეობას უკრაინის ომისშემდგომ რეკონსტრუქციაში.
უკრაინის სახელით მემორანდუმს ხელი მოაწერა ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრ კუბრაკოვმა, თურქეთიდან - ვაჭრობის მინისტრმა მეჰმედ მუსმა.
ალექსანდრე კუბრაკოვმა აღნიშნა, რომ თურქულ ბიზნესს აქვს დიდი გამოცდილება გზებისა და ხიდების, კერძოდ, ზაპოროჟიესა და კრემენჩუგის ხიდების მშენებლობაში და დაიმკვიდრა თავი საიმედო პარტნიორად.
ვარაუდობენ, რომ თურქეთის მთავრობას და ბიზნესკომპანებს შეუძლიათ განახორციელონ კონკრეტული სარესტავრაციო პროექტები, ასევე უზრუნველყონ საკონსულტაციო და ტექნიკური დახმარება. შესაძლოა, პირველი პროექტი იყოს სოფელ რომანოვკაში ხიდის აღდგენა, რომელიც ბუჩასა და ირპინს აკავშირებს კიევთან.
უახლოეს მომავალში შეიქმნება ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რათა მომზადდეს თურქული ინვესტიციების მოზიდვის მექანიზმი კონკრეტულ პროექტებში.
შეგახსენებთ, 18 აგვისტოს ლვოვში გაიმართა სამმხრივი და ორმხრივი შეხვედრები უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისა, თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანსა და გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს შორის.