საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ მსოფლიო ჯანდაცის ორგანიზაციისგან ე.წ. ღორის გრიპთან ბრძოლის ახალი მეთოდები მიიღო. პარალელურად ცნობილი ხდება, რომ საქართველოში ვირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფისირდა. ამჟერად ინფიცირებული ფოთის მკვიდრია.
მედიკოსები იძლევიან კონკრეტულ რჩევებსაც და ამბობენ, რომ ქვეყანაში არ არსებობს პანიკის საფუძველი და ყველა პაციენტს მოუწოდებენ, რომ თუკი მათ მაღალი სიცხეები აღენიშნებათ დროულად მიაკითხონ ექიმებს.
ჯანდაცვის სამინისტროში ასვეე აცხადებემ რომ გამოძახებების რაოდენობამ იმატა, გამომდინარე იმისგან, რომ მოსახლეობა ალბათ მაინც პანიკაშია, მაგრამ ამის საფუძველი არ არსებობს. მათივე თქმით, აციებასთან დაკავშირებით გრიპის ვირუსი ყოველთვის მატულობდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ე.წ. ღორის გრიპითაა დაავადებული.
ეს არის ჩვეულებრივი გრიპის ვირუსი, არააგრესიულად მიმდინარე, ჩვენს ქვეყანაში ჯერ ჯერობით საბედნიეროდ ამ ვირუსიდან ლეტალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა და მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ უნდა ჰქონდეს",_ აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
ამას გარდა, სამინისტროში ასევე განმარტავენ, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ბოლო რეკომენდაციენზე დაყრდნობით, ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა ჰედლაინები და ეს ჰედლაინები დამტკიცდა. Dდამკტკიცებული ჰედლაინები მიეწოდებათ ექიმებს. დღეიდან დაიწყება ექიმების ტრენინგი, ინსტრუქტაჟი იმასთან დაკავშირებით თუ რა სტრატეგია უნდა აწარმოონ გრიპთან ბრძოლაში.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი რეკომენდაციები 03-ის ექიმებამდე მიიღეს პოლიკლინიკის ექიმებდა და მომავალ კვირას უკვე ამ რეკომენდაციებს სოფლის ექიმებს გააცნობენ.