ოფიციალური მოსკოვი საქართველოსა და რუსეთს შორის "ვერანაირ კონფლიქტს" ვერ ხედავს.
ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც სერგეი ლავროვის უწყებამ ასტანაში გამართულ ეუთოს სამიტთან დაკავშირებით გაავრცელა.
მასში სამიტის იმ მონაწილეების გამოსვლებია გაკრიტიკებული, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე მხარეებად საქართველოსა და რუსეთს და არა საქართველოსა და ცხინვალს მიიჩნევენ.
"ბევრი ლიდერის გამოსვლისას ისმოდა საქართველოში არესებული კონფლიქტების თაობაზე მსჯელობა იმ ქვეტექსტით, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ამ სახელმწიფოს შემადგენლობაში შედიან და გარკვეული კონფლიქტი არსებობს საქართველოსა და რუსეთს შორის. რუსეთი ვერავითარ კონფლიქტს ვერ ხედავს, ხოლო არსებული ვითარება, 2008 წელს, სამხრეთ ოსეთზე საქართვეელოს თავდასხმის შედეგია", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან, მასში კიდევ ერთხელ არის აღნიშნული, რომ მოსკოვი "სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს, რადგან ეს არის ერთადერთი გარანტი ამ ტერიტორიების უსაფრთოებისა, ისე როგორც ოსი და აფხაზი ხალხის თვითგამოკვლევისა".
შეგახსენებთ, რომ 11-წლიანი პაუზის შემდეგ, 1-ელ დეკემბერს, ასტანაში ეუთოს სამიტი გაიხსნა, რომელიც უკვე დასრულებულია.