საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ერევანში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.
"ღრმად ვარ დამწუხრებული ერევანში მომხდარი შოკისმომგვრელი აფეთქების გამო. ვუსამძიმრებ ოჯახებს, რომლებმაც დაკარგეს საყვარელი ადამიანები, ასევე ძალასა და გამძლეობას ვუსურვებ სასწრაფო დახმარების მუშაკებს. მე სომეხი ხალხის გვერდით ვდგავარ", - წერს ზურაბიშვილი.
14 აგვისტოს, სავაჭრო ცენტრის პიროტექნიკის საწყობში ძლიერი აფეთქება მოხდა, რასაც მოჰყვა ნგრევა და ხანძარი. უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 16 ადამიანი.