რუსეთს მიერ ანექსირებული ყირიმის ჩრდილოეთით, სოფელ მაისკოეში, ქალაქ ჯანკოიდან 20 კილომეტრში, აფეთქება მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა.
ინციდენტის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები გავრცელდა ტელეგრამის არხებზე და ადგილობრვი მცხოვრებთა სოციალური ქსელების გვერდებზე.
"რია ნოვოსტის" წყაროს ცნობით, ხანძარი სატრანსფორმატორო ქვესადგურში გაჩნდა. ამავდროულად, თვითმხილველების მიერ გადაღებულ ზოგიერთ ვიდეოში ისმის ხმამაღალი ხმაურის სერია, საბრძოლო მასალის აფეთქების მსგავსი.
TASS-ის ცნობით, სოფლის ადმინისტრაციამ ასევე განაცხადა, რომ მოხდა საბრძოლო მასალის აფეთქება. სოფელ მაისკოეს მაცხოვრებლების ევაკუაცია მიმდინარეობს.
გამოცემა Kryminform წერს, რომ საუბარია ორ განსხვავებულ ინციდენტზე - მაისკოიში მდებარე საწყობში აფეთქებებზე და ჯანკოიში ქვესადგურში გაჩენილ ხანძარზე.
ადგილზე გაემგზავრა ანექსირებული ყირიმის ხელისუფლების წარმომადგენელი სერგეი აქსიონოვი.