აშშ სინანულს გამოთქვამს რომ ამ სამიტზე სამოქმედო გეგმაზე შეთანხმება ვერ მოვახერხეთ. განაცხადა ასტანაში ეუთოს სამიტის დასასრულს შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლისას აშშ-ს წარმომადგენელმა.
ასტანის ეუთოს სამიტი მთავარი პოლიტიკური დოკუმენტის მიღების გარეშე დასრულდა, რომელიც კონფლიქტების მოწესრიგების შესახებ სამოქმედო გეგმის მიღებას ისახავდა მიზნად.
დოკუმენტის მიღება რუსეთის პოზიციის გამო ვერ მოხერხდა.
"ამ სამიტზე ჩვენ დავადასტურეთ ჩვენი საერთო ხედვა და პრინციპები, როგორც სახელმწიფო მდივანმა განაცხადა ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი არის ის, რომ ნამდვილი უსაფრთხოება დამოკიდებულია არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით უსაფრთხოებაზე არამედ დემოკრატიისა, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვაზე ამ სახელმწიფოებში", _ განაცხადა აშშ-ს წარმომადგენელმა და სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ასტანის სამიტზე სამოქმედო გეგმაზე შეთანხმება ვერ მოხერხდა.
"ჩვენ ვერ შევძელით სამოქმედო გეგმის მიღება ბოლო სამიტზე 11 წლის წინ რომელმაც ვერ ასახა ჩვენი უსაფრთხოების წინაშე ყველაზე სერიოზული დარტყმა-საფრთხეები.
კერძოდ, ჩვენ გვაქვს გადაუჭრელი კონფლიქტები საქართველოში, მოლდოვასა და მთიან ყარაბაღში. სამიტზე მიღებულ დეკლარაციაში კი დავადასტურებთ მხარდაჭერა ეუთოს პრინციპებისადმი", _ განაცხადა აშშ-ს წარმომადგენელმა.