რუსების სამხედრო სარდლობის წარმომადგენელთა უმეტესობამ დატოვა ხერსონი, - თქვა ხერსონის საოლქო საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, იური სობოლევსკიმ, უკრაინის ეროვნული ტელემარათონის ეთერში.
კითხვაზე. მართლაც გაანადგურა თუ არა უკრაინამ მდინარე დნეპრზე გადებული ყველა ხიდი, რომელსაც ოკუპანტები ხერსონში დისლოცირებული ქვედანაყოფების მოსამარაგებლად იყენებდნენ, სობოლოვესკიმ თანხობით უპასუხა.
"მართლაც, დღეს ორკებს არ აქვთ არც ერთი ლოგისტიკური მარშრუტი, რომელიც უსაფრთხოა და რომელიც დააკმაყოფილებდა მათ სამხედრო საჭიროებებს ხერსონის მიმდებარე სამხედრო ჯგუფის უზრუნველსაყოფად. როგორც ჩანს, ეს იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც სამხედრო სარდლობამ ხერსონი დატოვა. გვაქვს ინფორმაცია, რომ ხერსონი დატოვა სარდლობის უმეტესმა ნაწილმა", - თქვა სობოლოვსკიმ.
მანამდე მიკოლაევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა იუწყებოდა, რომ რუსი სამხედრო მეთაურების ხერსონს ტოვებდნენ. მან ტელეგრამის არხზე 13 აგვისტოს დაწერა, რომ რუსული სარდლობა დნეპრის აღმოსავლეთ ნაპირზე გადადიოდა.