ევროკავშირი ხელახლა ადასტურებს საკუთარ მტკიცე და თანამედროვე ვალდებულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.
განაცხადა ასტანაში ეუთოს სამიტის დასასრულს შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირის წარმომადგენელმა და სინანული გამოთქვა იმის შესახებ, რომ სამიტი მთავარი პოლიტიკური დოკუმენტის მიღების გარეშე დასრულდა, რომელიც კონფლიქტების მოწესრიგების შესახებ სამოქმედო გეგმის მიღებას ისახავდა მიზნად.
დოკუმენტის მიღება რუსეთის პოზიციის გამო ვერ მოხერხდა.
"ევროკავშირი მიესალმება ეუთოს პრინციპებისა და ვალდებულებების დადასტურებას ასევე სამიტის ერთობლივი განცხადების მიღებას. სამწუხაროდ ჯერ ვერ მოხერხდა ყოვლისმომცველ და კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე შეთანხმება", _ განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, ევროკავშირი გააგრძელებთ წინადადებების წამოყენებას იმ პრიორიტეტების საფუძველზე რომლებსაც იზიარებენ ეუთოს წევრი-ქვეყნები - მათ შორისაა პოტენციალის გაუმჯობესება პოტენციალის პრევენციის მართვისა და მოწესრიგებისათვის გაჭიანურებული კონფლიქტების მოწესრიგებაში პროგრესის მისაღწევად.
"რაც შეეხება საქართველოს, ევროკავშირი ხელახლა ადასტურებს საკუთარ მტკიცე და თანამედროვე ვალდებულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში საერთაშორისო სამართლისა და ჰელსინკის აქტის სრული გათვალისწინებით.
ევროკავშირი ადასტურებს მხარდაჭერას კონფლიქტების გადაჭრის საერთაშორისო ძალისხმევისადმი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ჩათვლით, ასევე უსაფრთხოების სტაბილიზებისა და ადგილზე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების საკითხების მოგვარებისადმი და 2008 წლის 12 აგვისტოს სრულ ინპლემენტაციისადმი", _ განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა და ხაზგასმით აღნიშნა: - "ევროკავშირი ასევე ადასტურებს მხარდაჭერას ეუთოს მისიის აღდგენისადმი საქართველოში. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დაშვებისაკენ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე".