ყველაფერი გამოვიტანეთ სამსჯავროზე, რათა საზოგადოებამ იცოდეს, რა ბრძოლები გადაგვხდა, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
„მიმართვაში მოყვანილი იყო არჩევნების გაყალბების თემა, ISFED-ის მდგომარეობა, თუ რამ გამოიწვია ცდომილება პარალელურ დათვლაში, ცესკოზე თავდასხმები, 19 აპრილის შეთანხმება, კრიმინალების იძულებით გამოყვანა. ეს ყველაფერი გამოვიტანეთ სამსჯავროზე, რათა საზოგადოებამ იცოდეს, რა ბრძოლები გადაგვხდა“, - აცხადებს ყაველაშვილი.
შეგახსენებთ, 11 აგვისტოს, "ქართული ოცნებიდან" გასულმა დეპუტატებმა - სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, გურამ მაჭარაშვილმა და მიხეილ ყაველაშვილმა - მორიგი განცხადება გაავრცელეს, სადაც აშშ-ის საელჩოს ხელისუფლების გადატრიალების განზრახვაში ადანაშაულებენ.