"ქართული ოცნებისგან" ვერ ვხედავთ ქცევას, რომ მზად არის, შეასრულოს კრიტერიუმები - ამბობს ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ტელეარხ "ფორმულას" ეთერში.
კუბილიუსის თქმით, მმართველმა პარტიამ უნდა შეცვალოს საკუთარი პოლიტიკა და არ დაადანაშაულოს სხვები საკუთარი შეცდომებისთვის.
"საქართველოსთვის ითქვა, რომ არსებობს 12 პირობა, რომელიც უნდა შეასრულოს და ვფიქრობ, რომ ეს გახლავთ ძალიან ნათელი გზავნილი ევროკავშირის ინსტიტუტებიდან და ეს იქნება ბიძგი მმართველი პარტიისთვის, მთავრობისთვის, რომ დაიწყონ მოქცევა სხვანაირად, მაგრამ სამწუხაროდ, რასაც ვხედავთ დღემდე, ასეთ ქცევას ვერ ვხედავთ მმართველი პარტიიდან, მთავრობის ლიდერობიდან, რომელიც დაგვარწმუნებს, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის შეასრულოს მოცემული კრიტერიუმები. კრიტიკა აშშ-ის ელჩის, ყოფილი ევროკავშირის ელჩის მისამართით. მაკვირვებს, რომ მმართველ პარტიას, რომელმაც ევროკომისიამ და საბჭომ ანახა, წაუყენა 12 მოთხოვნა, იმის ნაცვლად, რომ ევროპული საბჭოს დასკვნის შემდეგ გაეაზრებინათ ის, რომ განსხვავებულად უნდა ემოქმედათ, გააგრძელეს იგივე გზით - გააგრძელეს აგრესიული ენის გამოყენება, ბრალდებები ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის წინააღმდეგ, ასევე დაადანაშაულეს ყოფილი ევროკავშირის ელჩი, ეს არის ბავშვური ქცევა, წარმოუდგენელი რამ. თუ ქვეყანას სურს გახდეს ევროპის თანამეგობრობის წევრი, ესე არ უნდა იქცეოდეს. არის შეცდომები მმართველი პარტიის წევრების მიერ, რომელიც იყო დასახელებული საბჭოსა და კომისიის მიერ და მმართველმა პარტიამ უნდა შეცვალოს საკუთარი პოლიტიკა და არ დაადანაშაულოს სხვები საკუთარი შეცდომებისთვის", - თქვა მან,