3 დეკემბერს, 15:00 საათზე საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის არქივისა და საინფორმაციო განყოფილებების მიერ ორგანიზებული გამოფენა `სამშობლოსათვის მარადისობაში~ გაიხნება.
ღონისძიება ეძღვნება აფხაზეთში გმირულად დაღუპული მეომრების დოკუმენტური ფონდის დაფუძნებას. ფონდში უკვე შესულია 200-მდე საქმე და მისი დაკომპლექტება გრძელდება.
მეომართა საქმეებისა და ფოტოების გარდა გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება: ფოტოხელოვან იური მეჩითოვის მიერ გადაღებული სოხუმის ფოტოები, აფხაზეთში გმირულად დაღუპული ვახტანგ თედიაშვილის ფერწერული ნამუშევრები, დაღუპულ მეომართა სიები.
გამოფენა ერთდღიანია და მასზე დასწრება თავისუფალია.