საპარლამენტო უმრავლესობა მედიამაუწყებლების შესახებ კანონპროექტიდან ოფშორში დარეგისტრირებული 10%-იანი წილის ამოღებაზე მსჯელობის გაგრძელებას იურიდიული კომიტეტის სხომაზედაც გეგმავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს იურიდიულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა უმრავლესობისა და "ქრისტიან-დემოკრატების" შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, სადაც მხარეები მედიაგამჭვირვალეობის შესახებ უმრავლესობისა და საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებული კანონპროექტების შეჯერებაზე მსჯელობდნენ.
"10%-იანი წილის ოფშერიდან ამოღების საკითხზე ჯერჯერობით საბოლოო განცხადებას ვერ გავკეთებ. აღნიშნულ საკითხზე 3 დეკემბერს კომიტეტის სხდომაზე გვექნება მსჯელობა. ვფიქრობ, შეგვიძლია ჩვენი პოზიციები შევაჯეროთ", - აღნიშნა კუბლაშვილმა.
მისი თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა ყველა იმ თემაზე იმსჯელეს, რომელიც საპარლამენტო უმცირესობისთვის იყო მნიშვნელოვანი, მათ შორის შეზღუდვებთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება მესაკუთრეებს, ოფშორულ ზონებსა და აჭარის ტელევიზიის სტატუსს.
"იმედი გვაქვს, რომ საბოლოო დასკვნაში მხოდება ჩვენი პოზიციების დაახლოება და კომიტეტის სხდომაზე უკვე შეჯერებულ პოზიციას წარვადგენთ", - აღნიშნა დეპუტატმა.