უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ადასტურებს, რომ ჩრდილოეთ მაკედონია უკრაინას მოიერიშე სუ-25-ებს გადასცემს.
"მეგობარი გაჭირვებაში გამოიცდება. არ აქვს მნიშვნელობა რა ზომისაა შენი ქვეყანა ან მშპ, მთავარია როგორი გული გაქვს. დღეს ბევრი ქვეყანა იჩენს უფრო მეტ გამბედაობას, ვიდრე დიდი ოცეულის ნახევარი. მაგალითად ჩრდილოეთ მაკედონია, რომლებიც უკრაინას ტანკებისა და თვითმფრინავების მიწოდებით მხარში უდგას. ჩვენ ამას არასდროს დავივიწყებთ", - წერს პოდოლიაკი "ტვიტერზე".
უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ მაკედონია უკვე დათანხმდა უკრაინისთვის მოიერიშეებისა და ტანკების გადაცემაზე. საუბარია 4 ერთეულ სუ-25-ზე, ასევე საბჭოთა T-72-ის ტიპის ტანკებზე. ამ დროისთვის, უცნობია, რამდენ ტანკს მიიღებს უკრაინა ჩრდილოეთ მაკედონიისგან.