ხვალ, 3 დეკემბერს, 15:00 საათზე, სასტუმრო "თბილისი მაროტში" საქართველოს უნივერსიტეტი და აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია (OPIC) თანამშრომლობის ხელშეკრულებას გააფორმებენ.
"საქართველოს უნივერსიტეტმა" აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციისგან (OPIC) საქართველოს კერძო საგანმანათლებლო სისტემაში უპრეცენდენტო საინვესტიციო თანხა მიიღო.
საქართველოს უნივერსიტეტი მოზიდული თანხის მომხმარებას უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის და აკადემიური პროგრამების განვითარებისთვის გეგმავს.
საქართველოს უნივერსიტეტის რექტორის მანანა სანაძის განცხადებით, OPIC -ს ინვესტიციის განსახორციელებლად ძალიან მკაცრი კრიტერიუმები და მოთხოვნები ჰქონდა უნივერსიტეტის მიმართ. მიხარია, რომ საქართველოს უნივერსიტეტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ იგი საერთაშორისო სტანდარტების უნივერსიტეტია და ამით შეძლო ზემოაღნიშნული ინვესტიციის მოზიდვა."