თვითმართველ ერთეულებს შეეძლებათ ტერიტორიის დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურეობის საფასურის ოდენობა და მისი გადახდის წესი თავად განსაზღვრონ. შესავამისი ცვლილებები შედის "ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში.
კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ცვლილებები და დამატებები განპირობებულია თვითმართველი ერთეულის ტერიტორიის დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურეობის ორგანიზების აუცილებლობით. K
კანონპროექტის მიზნად კი დასახელებულია თვითმართველი ერთეული ტერიტორიის დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზების რეგულირება. აღნიშნული მომსახურეობის საფასურის ოდენობისა და მისი გადახდის წესის დადგენა.
კანონპროექტი აღნიშნული წესების და საფასურის განსაზღბრას საკრებულოს განსაკუთრებულ უფლბამოსილებად ადგენს.
კანონპროექტის მიხედვით, თვითმართველი ერთეულის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურეობის საფასური ადგილობრივი თვითმართველობის ბიუჯეტში ჩაირიცხება. ხოლო საფასურს გადაიხდიან ის პირები, რომლებიც მიიღებენ შესაბამის მომსახურეობას.