მომღერალი მამუკა ონაშვილი მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.
მომღერალი სიონის საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა.
55 წლის მამუკა ონაშვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. მომღერალი და მსახიობი 30 ივლისს ნატახტართან ავარიაში მოჰყვა, რის შემდეგაც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ორი დღის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.