რუსეთი ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტამდე აგრესიულად აწარმოებდა საქართველოში ფარულ თამაშს, ცდილობდა რა ეს ქვეყანა თავისი გავლენის ქვეშ დაებრუნებინა და ყველანაირ დახმარებას აწარმოებდა, მათ შორის სამხედროსაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული სეპარატისტებისა. ასეთი დასკვნებია გამოტანილი ამერიკელი დიპლომატების მიერ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისათვის გაგზავნილ საიდუმლო დეპეშებში, რომლებიც ინტერნეტ-გვერდ WikiLeaks "-ზეა გამოქვეყნებული.
ასე, რომ ჯერ კიდევ კონფლიქტამდე ერთი წლით ადრე, 2007 წლის აგვისტოში თბილისში აშშ-ს ელჩი ჯონ ტეფტი თავის მიერ შედგენილ ანგარიშში წერდა, რომ მრავალი წლის განმავლობაში შეაგროვა მრავალი უტყუარი მტკიცებულება კრემლის მოქმედებისა, რომელიც მიმართულია საქართველოს დესტაბილიზაციისკენ და მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან ჩამოცილებისკენ. დიპლომატის აზრით, ყოველივე ამის უკან იდგა უფრო დიდი ამოცანა - საქართველოს ორიენტაციის შეცვლისა და მისი ევროატლანტიკური სივრცეებიდან უკან დაბრუნებისა მოსკოვის გავლენის ქვეშ.
ამას გარდა, ელჩის საიდუმლო ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ მოსკოვი თბილისის პოზიციის საწინააღმდეგოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისათვის პირდაპირ დახმარებას აწარმოებდა, მათ შორის აწვდიდა მათ იარაღს, მაგალითად "გრადის" ტიპის რაკეტებს. წერს ბრიტანული "The Guardian"-ი.
მეტიც, რუსეთი ხელფასს უხდიდა პოლიციელებს და სხვა სამსახურების თანამშრომლებს, იმისათვის რათა მათ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა დაეცვა და ამით აქეზებდა მათ იმისკენ რომ საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლებაზე არ ემუშავათ. მეტიც, რუსეთმა ანკლავის მაცხოვრებლების დაახლოებით 95 % რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტები დაურიგა და ეს ახლადგამომცხვარი მოქალაქეები გახდნენ, სწორედ ის "რუსეთის მოქალაქეები' რომლებიც მოსკოვმა სამხედრო ძალით "დაიცვა" 2008 წლის აგვისტოში.
ტეფტი თავის დოკუმენტში ასევე აღნიშნავს, რომ სამხრეთ ოსეთი უფროა დამოკიდებული მოსკოვზე ვიდრე აფხაზეთი, თუმცა რუსებთ, მისივე დასკვნების მიხედვით, უზარმაზარი გავლენა აქვთ აფხაზეთის პრეზიდენტზე სერგეი ბაღაფშზე - "საბჭოური მენტალიტეტის ადამიანზე, რომელიც ხშირად სტუმრობა მოსკოვს კონსულტაციების მისაღებად.
ამას გარდა, ამერიკელი დიპლომატის მონაცემებით, რომლებიც მას ქართულმა წყაროებმა მიაწოდეს, 2007 წელს ავადმყოფი ბაღაფში რუსეთში სამკურნალოდ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თვითმფრინავით გადააფრინეს. ხოლო ამ რუსული სამსახურის მაღალჩინოსანი ოფიცერი, იმ მომენტში ბაღაფშის საპრეზიდენტო კომპლექსში ცხოვრობდა, მისთვის ცალკე გამოყოფილ რეზიდენციაში.
"ტეფტის ანგარიშებს, შეუძლიათ კვლავ წინ წამოსწიონ დებატები იმის შესახებ, თუ ვინ დაიწყო 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტი. რუსეთი ამტკიცებს, რომ სააკაშვილმა პირველმა გააგზავნა ტანკები სამხრეთ ოსეთზე კონტროლის აღსადგენად და მოსკოვის მიერ მხოლოდ ამის შემდეგ იქნა საპასუხო ზომები მიღებული. თბილისი კი ამტკიცებს, რომ იძულებული იყო რუსულ პროვოკაციაზე პასუხი გაეცა. მიხეილ სააკაშვილი მოსკოვს ადანაშაულებს იმაში, რომ ჩაშალა ყველა მისი მცდელობა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან შეთანხმების მიღწევის შესახებ მშვიდობიანი გზით და იმაში, რომ იგი აფინანსებს და აიარაღებს სეპარატისტებს ორივე რეგიონში", _ წერს ბრიტანული " The Guardian"-ი და აღნიშნავს, რომ WikiLeaks " - ზეა გამოქვეყნებული მასალები ქართველი პრეზიდენტის სიმართლეს ადასტურებს.
აღსანიშნავია, რომ "ჭიკიLეაკს"-ზე ასევე არის რუსეთში აშშ-ს ელჩის ბონ ბაიერლის მიერ დაწერილი საიდუმლო ანგარიშები სადაც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ აშშ-სა და საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის გამყარებამ შესაძლოა სირთულეები მოიტანოს ვაშინგტონისა და მოსკოვის ურთიერთობებში.
ელჩი აცხადებს, რომ "თუ აშშ-ს ექნება შეცდომები თბილისთან სამხედრო თანამშრომლობის დაგეგმარებისას, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის დაიწყება დავა და შეეხებიან ისეთ საკითხებს, რომლებსაც მოსკოვში სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებად მიიჩნევენ".
"რუსეთის აბსოლუტური პრიორიტეტი თავისი გავლენის სფეროს გაფართოებია და მეზობელ ქვეყნებთან ინტეგრაციაა. ეს გააზრებული პოლიტიკის ნაწილია, რომელიც მიმართულია იმისაკენ, რომ წინააღმდეგობა იქნეს გაწეული დასავლეთის გაფართოებისკენ რუსეთის საზღვრების მიმართულებით", _ ნათქვამია საიდუმლო დეპეშაში.
ბაიერლის აზრით, სწორედ რუსეთის სტატუსი რეგიონალურ დონეზე ითამაშებს საკვანძო როლს მოსკოვისა და ვაშინგტონის ურთიერთობებში.
ელჩი ასევე აფრთხილებს თავის ხელმძღვანელობას ვაშინგტონში საქართველოსათვის მიწოდებული გულუხვი სამხედრო დახმარებების გამო, ვინაიდან "ეს მისცემს რუსეთს საბაბს გააძლიეროს თავისი სამხედრო Aძალა სადავო ტერიტორიებზე", ხოლო "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა კიდევ უფრო მეტი შუღლით განეწყობა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ და ყოველივე ეს კიდევ უფრო დააახლოებს მათ მოსკოვთან".
"საქართველოს უნდა გაეწიოს დახმარება იმაში, რომ აჩვენოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისათვის უფრო მომგებიანია იყონ საქართველოს ავტონომიები, ვიდრე მოსკოვის სრულ დაქვემდებარებაში იმყოფებოდნენ", _ წერს ელჩი და საქართველოსათვის ეკონომიკური დახმარების გაწევასა და ქართულ-რუსული კონფლიქტის ზონაში საერთაშორისო დამკვირვებლებზე ამახვილებს ყურადღებას. მისი აზრით "ასეთ შემთხვევაში მოსკოვი ორჯერ დაფიქრდება მანამ ვიდრე გადაწყვეტს კავკასიაში მდგომარეობის დაძაბვას".
"საქართველოს არ შეუძლია ძალით დაიბრუნოს თავისი ტერიტორიები. მას მხოლოდ შეუძლია აჩვენოს თავისი თავი, როგორც დემოკრატიულ და ეკონომიკურად ძლიერ და მაგალითის მიმცემ სახელმწიფოდ რეგიონში", _ წერს ბაიერლი და დასძენს, რომ "ჩვენ მიგვაჩნია, რომ თუკი აშშ თანხმობას განაცხადებს თბილისთან სერიოზულ სამხედრო თანამშრომლობაზე რუსეთი არასგზით არ წავა რაიმე სახის დათმობაზე, რომელიც დაძაბულობის მოხსნას ეხება".