უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ შვეიცარიაში უკრაინის ელჩის პოსტზე ქვეყნის ყოფილი გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა წარადგინა.
"დიახ, ხელი მოვაწერე წარდგინებას [უკრაინის პრეზიდენტისადმი] ირინა ვენედიქტოვას შვეიცარიაში ელჩად დანიშვნის თაობაზე", - თქვა კულებამ "უკრინფორმთან" ინტერვიუში.
კულებას თქმით, ვენედიქტოვას აქვს მაღალი კომპეტენცია, რაც საშუალებას მისცემს, ეფექტურად შეასრულოს ელჩის უფლება-მოვალეობანი.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 17 ივლისს გაათავისუფლა ირინა ვენედიქტოვა გენერალური პროკურორის თანამდებობიდან.
ვენედიქტოვა იყო უკრაინის პირველი ქალი გენერალური პროკურორი. ის ამ თანამდებობას 2020 წლის მარტიდან იკავებდა.