ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელმა არმიამ, ტაივანში ნენსი პელოსის ვიზიტის ფონზე, კუნძულის გარშემო მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო.
გავრცელებული ცნობით, სამხედრო წვრთნები მოიცავს ტაივანის ჩრდილოეთით, სამხრეთ დასავლეთით და სამხრეთ აღმოსავლეთით საჰაერო და საზღვაო მანევრებს.
ჩინეთს არმიის აღმოსავლეთ საბრძოლო სამეთაურო ზონის სპიკერის განცხადებით, ტაივანის სრუტეში წვრთნების დროს განხორციელდება სასწავლო საცეცხლე გასროლებიც. წვრთნებში ჩართულები იქნებიან გამანადგურებლები Chengdu J-20.
როგორც იუწყებიან, წვრთნები ხუთშაბათს დაიწყება და კვირამდე გასტანს.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი, ჩინეთის წინააღგმდეგობის მიუხედავად, ტაივანს 2 აგვისტოს ეწვია. ნენსი პელოსი ბოლო 25 წლის განმავლობაში პირველი ყველაზე მაღალი რანგის ამერიკელი მაღალჩინოსანია, რომელიც კუნძულს ესტუმრა.
ტაივანში ნენსი პელოსის ჩასვლის შემდეგ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პროტესტის გამოსაცხადებლად დაიბარა აშშ-ის ელჩი პეკინში, ნიკოლას ბერნსი.