ორთაჭალაში, გულიას სახელობის მოედანზე საკონსტრუქციო სამუშაოები იწყება.
მოედანი, რომელიც წლების განმავლობაში ორთაჭალის ციხით იყო ცნობილი ახალ იერს შეიძენს. ვიზუალურ მხარეზე არქიტექტორებმა უნდა იზრუნონ. პირობები მედიას არქიტექტურის სამსახურის უფროსმა არისი ბოჭოიძემ გააცნო.
მისი თქმით, არქიტექტორებმა უნდა შეიმუშაონ რუსთავის გზატკეცილისა და მისი მიმდებარე გულიას მოედნის რეკონსტრუქციის გეგმა, ანუ უნდა შექმნან 3-D კონცეფცია, თუ როგორი უნდა იყოს თბილისის შემოსასვლელი და მისი მიმდებარე დასახლება. მერიაში არქიტექტორების განაცხადებს 20 თებერვლამდე მიიღებენ. გამარჯვებული არქიტექტორი 20 ათას ლარს მიიღებს.