ინგლისური კლუბის "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ გუნდს ამ კვირაში დატოვებს, - იუწყება სპორტული გამოცემა AS.
გამოცემის ცნობით, 37 წლის ფეხბურთელის აგენტი ხორხე მენდესი მოლაპარაკებებს აწარმოებდა ესპანურ "ბარსელონასთან", ინგლისურ "ჩელსისთან", გერმანულ "ბაიერნსა" და იტალიურ "ნაპოლისთან". თუმცა, გამოცემის ინფორმაციით, ამ კლუბებმა რონალდუს მიმართ სათანადო ინტერესი არ გამოავლინეს.
7 აგვისტოს ინგლისის პრემიერლიგის ჩემპიონატი იწყება, ამ დღეს "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბრაიტონს" დაუპირისპირდება. სავარაუდოდ, პორტუგალიელი თამაშში მონაწილეობას არ მიიღებს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რონალდუს, რომელიც მანჩესტერ იუნაიტედში 2021 წელს დაბრუნდა, კლუბის დატოვება სურდა, თუმცა ახალმა მწვრთნელმა, ჰოლანდიელამ ერიკ ტენ ჰაგმა განაცხადა, რომ "რონალდუ არ იყიდება".
კრიშტიანუ რონალდუ "მანჩესტერ იუნაიტედში" გასული წლის აგვისტოში დაბრუნდა.
პორტუგალიელი ფეხბურთელი "მანჩესტერ იუნაიტედში" 2003-2009 წლებში თამაშობდა, რის შემდეგაც გადავიდა მადრიდის რეალში, ხოლო იქიდან 2018 წელს იუვენტუსში.
პორტუგალიელ ფეხბურთელს 30-ზე მეტი ძირითადი ტურნირი აქვს მოგებული, მათ შორის ევროპის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა ხუთჯერ, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ოთხჯერ. გახდა საუკეთესო ბომბარდირი, იტალიის თასისა და სუპერთასის მფლობელი.
რონალდუ ხუთჯერ გახდა ოქროს ბურთის მფლობელი.