კომპანია "ალფას" 2010 წლის საპატიო წოდება მიენიჭა სადაზღევო კომპანია "ალფას" "სოფლის მაშენებლის" ტიტული გადაეცა.
"სოფლის მაშენებელი" _ 2010 წლის საპატიო წოდება 30-მდე კომპანიამ მოიპოვა.
პრიზი მიიღო ყველაზე ახალგაზრდა კომპანიამაც "ალფა". სოფლის მაშენებელთა და ერის მოამაგეთა დაჯილდოვების ცერემონიალი კლუბ "ტრიუმფში" გაიმართა.
"ალფა" ორი წელია, რაც სადაზღვევო ბარათზე გამოჩნდა.
"ჩვენც, როგორც "ავერსის" შვილობილი კომპანია, საზოგადოების წინაშე კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ", - აღნიშნა "ალფას" გენერალურმა დირექტორმა ედუარდ ცხოვრებაძემ.
გარდა ამისა, "სოფლის მაშენებლის" წოდება მიღებული აქვს "ავერსი-ფარმას", ასევე "ავერსის კლინიკას."