საფრანგეთის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის საპასუხოდ, საფრანგეთმა გაყინა რუსი ბიზნესმენებისა და პოლიტიკოსების კუთვნილი აქტივები, საერთო ჯამში, 1.2 მილიონი ევრო.
აღნიშნული შესახებ La Tribune-სთან ინტერვიუში საფრანგეთის ფინანსთა სამინისტროს დაზვერვისა და იატაკქვეშა ფინანსური სქემების დირექტორატის ხელმძღვანელმა გიიომ ვალე-ვალამ განაცხადა.
"გაყინული აქტივების მოცულობა დაახლოებით 1,2 მილიარდ ევროს შეადგენს, თუ არ გავითვალისწინებთ რუსეთის ბანკის კუთვნილ აქტივებს“, - განაცხადა მან.
ეს თითქმის ორჯერ აღემატება წინა მონაცემებს, რომელიც გამოცხადდა მარტის ბოლოს, როდესაც საფრანგეთში 850 მილიონი ევროს ღირებულების რუსული აქტივები გაიყინა.