ხვალ, 3 დეკემბერს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას გახსნის.
ღონისძიების მიზანი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ არსებული პოლიტიკისა და განხორციელებული პროგრამების მოკლე შეჯამება და პარტნიორებისთვის წარდგენაა.
კონფერენცფიაზე შშმ პირების მიმართ სოციალური პოლიტიკის ძირითად ასპექტებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელებენ. ინვალიდობის საკითხებზე მომუშვე ორგანიზაციები ამ სფეროში არსებულ სიტუაციასა და ბოლოდროინდელ მიღწევებზე პრეზენტაციებს წარმოადგენენ. ღონისძიების ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართება. კონფრენცია 17:00 საათზე საზეიმო ბანკეტით დაიხურება.
ღონისძიების ინიციატორები და ორგანიზატორები არიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, აშშ-ს საერთაშორისო განვითრების სააგენტოს (USAID) პროექტი "თანაბარი პირობების შექმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის", ფედერაცია „გადავარჩინოთ ბავშვები" და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" შეზრუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორიო დღე 3 დეკემბერს 1992 წლიდან აღინიშნება.
ღონისძიება 3 დეკემბერს 13:00 საათზე, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში" გაიმართება.