მომღერალი მამუკა ონაშვილი ავარიაში მოყვა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი ირინა ონაშვილი ავრცელებს.
"ღმერთო გადაგვირჩინე ჩვენი ბუთქუჩელა. იბრძოლე სიცოცხლისთვის, გთხოვ", - დაწერა ონაშვილმა.
ამ დროისთვის, მამუკა ონაშვილი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
"მდგომარეობა მძიმეა, იმყოფება მართვით სუნთქვაზე. ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია, შიდა ორგანოები ჰქონდა დაზიანებული. ამ ეტაპზე მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს", - აცხადებენ კლინიკაში.
როგორც იუწყებიან, ავტოსაგზაო შემთხვევა ნატახტართან 30 ივლისს მოხდა, რა დროსაც ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.