საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაზე უარს ამბობს და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირს წყვეტს, - ამის შესახებ „ქრონიკას“ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განუცხადა.
მან სააკაშვილის გადაწყვეტილების მიზეზიც განმარტა.
"მიზეზი მისი სიცოცხლის შენარჩუნება, გადარჩენა გახდა. აქედან გამომდინარე, სხვა ყველა საკითხი, მათ შორის, პოლიტიკაც, მოიხსნა და საერთოდ მიდის ქართული პოლიტიკიდან, არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობიდან". ახლა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი დგას და არა - პოლიტიკის", - განაცხადა ვალერი გელბახიანმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სააკაშვილი 12 მაისიდან კლინიკა "ვივამედში" იმყოფება.