საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს.
„ქვეყანაში უმძიმესი წუთებია!
სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს!
გმირობის ტოლფასია ყველას თავდადება, ვინც სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა!“ – აღნიშნულია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.
შეგახსენებთ, გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენში მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ექვსი იყო შსს-ს თანამშრომელი, ხოლო ორი - სასწრაფო-სამედიცინო დახმარების.
ვერტმფრენით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა.
საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.