საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეს გამოეხმაურა.
უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღე პრეზიდენტ ზელენსკის ინიციატივით გასულ წელს დაწესდა. 28 ივლისს ის პირველად აღინიშნება.
"უკრაინელმა ხალხმა არაერთხელ აჩვენა თავისი ძალა, რომელიც თავდასხმისას გამძლეობას და მის ერთიანობას ეყრდნობა. ეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის სიმბოლოებია, რომლებიც მაგალითებს წარმოადგენენ.
უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეს ჩვენ ვიხსენებთ ამ მაგალითებს, როგორც მისი ისტორიისა და მომავლის საფუძველს", - წერს პრეზიდენტი.