საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშშვილი თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა. ინფორმაცია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
გავრცელებული ცნობით, დარჩიაშვილი თურქეთში ვიზიტს 28 ივლისს დაიწყებს.
"ვიზიტის ფარგლებში გათვალისწინებულია საქართველოსთან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განხილვა და მოსაზრებების გაცვლა რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე", - ნათქვამია შეტყობინებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გაუვრცელებია.