გერმანიის ფედერალურმა მთავრობა დაეთანხმა უკრაინისთვის Panzerhaubitzen 2000 ტიპის ჰაუბიცების მიყიდვას. ინფორმაციას გამოცემა Der Spiegel-ი ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, უკრაინისთვის 100 თვითმავალი ჰაუბიცის მიყიდვა იგეგმება. შეთანხმება მილიარდნახევარზე მეტი ევროს ღირებულებისაა.
როგორც იუწყებიან, გერმანიის ვიცე-კანცლერმა რობერტ ჰაბეკმა მწარმოებელ კომპანია Krauss-Maffei Wegmann-ს (KMW) ჰაუბიცების წარმოების ნებართვა ჯერ კიდევ 13 ივლისს მისცა, თუმცა ეს ინფორმაცია ამ დრომდე არ გახმაურებულა.
უკრაინამ Panzerhaubitzen 2000 ტიპის ჰაუბიცების შესყიდვის შესახებ განაცხადი აპრილში გააკეთა.
KMW-ს წარმომადგენლის განცხადებით თქმით, 100 თვითმავალი ჰაუბიცის შესყიდვის კონტრაქტის ღირებულება 1.7 მილიარდი ევრო იქნება. ამასთან, გერმანული მწარმოებლის განცხადებით, კონტრაქტით გათვალისწინებული ყველა ჰაუბიცის წარმოება, სავარაუდოდ, რამდენიმე წელი გაგრძელდება, თუმცა იარაღის წარმოებას დაუყოვნებლივ დაიწყებენ.
შეგახსენებთ, უკრაინამ უკვე მიიღო გერმანიისგან რამდენიმე Panzerhaubitzen 2000 ტიპის თვითმავალი ჰაუბიცა. მაშინ გერმანიამ ეს შეიარაღება საკუთარი არმიის, ბუნდესვერის მარაგებიდან გასცა. ამ ჰაუბიცების გამოყენების მიზნით, უკრაინელმა სამხედროებმა სპეციალური სწავლებაც გაიარეს.
Panzerhaubitzen 2000 ტიპის ჰაუბიცა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე თვითმავალი საარტილერიო დანადგარებია, რომელსაც შეუძლია სროლა 40 კმ-ის მანძილზე, წუთში 10 ჭურვის გასროლის შესაძლებლობით.