ვაშინგტონი ცდილობს, რაც შეიძლება მალე მიაწოდოს სამხედრო დახმარების უახლესი პაკეტით დაპირებული იარაღი კიევს, მათ შორის, HIMARS-ის ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემები. ნათქვამია პენტაგონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა თავის უკრაინელ კოლეგასთან ოლექსი რეზნიკოვთან საუბარში აღნიშნა, რომ ამერიკელები ყველა ღონეს ხმარობენ, რათა უკრაინაში იარაღი დროულად აღმოჩნდეს.
"მდივანმა ოსტინმა დაარწმუნა მინისტრი რეზნიკოვი, რომ შეერთებული შტატები მზად არის მიაწოდოს შეიარაღება უკრაინას რაც შეიძლება მალე", - ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში, რომელიც მინისტრების სატელეფონო საუბრის შემდეგ გავრცელდა.
შეგახსენებთ, 22 ივლისს ვაშინგტონმა უკრაინისთვის გასაწევი სახმედრო დახმარების მორიგი პაკეტი დაამტკიცა.
სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს:
4 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემა HIMARS-ს;
36 000 საარტილერიო ჭურვს;
3 000 ჯავშანსაწინააღმდეგო იარაღს;
580 ტაქტიკურ უპილოტო საფრენ აპარატს Phoenix Ghost-ს.
ამ დროისთვის, უკრაინისთვის აშშ-ის მიერ გაწეული სამხედრო დახმარების ჯამური მოცულობა 8,2 მილიარდი დოლარია.