თბილისის ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელს თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, დაავადების მიმდინარეობა საშუალო სიმძიმისაა და მკურნალობას ექვემდებარება.
შეგახსენებთ, რომ თენგიზ ცერცვაძეს „კოვიდ-19“ პირველად 2020 წლის ნოემბერში დაუდასტურდა.
ფოტო: ფორმულა