რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მოსკოვს არასოდეს უთქვამს უარი უკრაინასთან მოლაპარაკებებზე.
"ჩვენ არასოდეს გვითქვამს უარი მოლაპარაკებაზე, რადგან ყველამ იცის, რომ ნებისმიერი საომარი მოქმედებები მოლაპარაკების მაგიდასთან მთავრდება", - განაცხადა ლავროვმა უგანდის დედაქალაქ ენტებეში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ლავროვის თქმით, სამშვიდობო მოლაპარაკებები გაყინულია უკრაინის ინიციატივით, რომელსაც "აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და ევროპის რიგმა ქვეყანამ აუკრძალეს მოლაპარაკება".
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი კონტინენტზე რუსეთის გავლენის გაზრდის მიზნით აფრიკულ ტურნე მართავს.