თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცრუ განგაში დაფიქსირდა.
ცრუ განგაში იყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.
40 წუთის განმავლობაში აეროპორტში მუშაობა პარალიზებული იყო. ამის მიზეზი ერთ-ერთი მგზავრის ტვირთი გახდა, რომელიც მას შენობაში დარჩა.
თანამშრომლებმა ტვირთი საეჭვოდ მიიჩნიეს და ადგილზე სამრთალდამცველები გამოიძახეს. სპეციალისტებმა საფრთხის შემცველი ვერაფერი აღმოაჩინეს და შემოწმების შემდეგ საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში აღადგინა.