კალიფორნიაში, იოსემიტის ეროვნულ პარკთან ტყის ყველაზე მასშტაბური ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ.
ხანძრის ფართობი უკვე 40 კვადრატულ კილომეტრს აღემატება.
კალიფორნიაში ტყის ხანძრის სწრაფი გავრცელების გამო, ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო.
ხანძარს 400-ზე მეტი მეხანძრე აქრობს, ჩართულია ავიაცია და მძიმე ტექნიკა.







