24 ივლისს ღამით, ლუჰანსკის ოლქის ქალაქ კრასნი ლუჩში, ერთ-ერთ სასტუმროში უკრაინელებმა 100 რუსი სამხედრო გაანადგურეს. ინფორმაციას შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსების სამეთაურო პუნქტს დაარტყეს, რომელიც ქალაქ კრასნი ლუჩში მდებარე სასტუმროში იყო განთავსებული.
დაიღუპა 100 რუსი ჯარისკაცი. უწყებას აქვს "ოპტიმისტური პროგნოზები", რომ დაღუპულთა რაოდენობა გაიზრდება.