ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ მეორე ვადით კენჭისყრას აპირებს.
წინაასაარჩევნო კამპანია ბოლსონარუმ ოფიციალურად რიო-დე-ჟანეიროს სტადიონიდან დაიწყო, სადაც მისი ათასობით მხარდამჭერი იყო შეკრებილი.
ულტრამემარჯვენე პრეზიდენტმა მხარდამჭერებს პირობა მისცა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, შეინარჩუნებს სოციალური კეთილდღეობის პროგრამას, რომელიც ღარიბი ბრაზილიელებისთვის ფულადი დახმარების გაცემას ითვალისწინებს.
სტადიონზე გამართულ შეხვედრაზე, ბოლსონარუმ მხარდამჭერებს უთხრა, რომ "ჯარი ჩვენს მხარეზეა". ამავდროულად, მან ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ბრაზილიის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, გენერალი ვალტერ ბრაგა ნეტო დაასახელა.
ჟაირ ბოლსონარუს კანდიდატურას მხარი ოფიციალურად დაუჭირა მისმა პარტიამ, მემარჯვენე ლიბერალუმა პარტიამ.
არჩევნებზე ბოლსონარუს მთავარი კონკურენტი, ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი, მემარცხენე ლუის ინასიო ლულა და სილვა იქნება. ლულა თავის მთავარ საარჩევნო დაპირებად სიღარიბის დაძლევას ასახელებს.
ლულა, რომელიც ბრაზილიის პრეზიდენტის თანამდებობას 2003-2010 წლებში იკავებდა, ოფიციალურად დაასახელა საპრეზიდენტო კანდიდატად მემარცხენე მუშათა პარტიამ.
ზოგიერთი გამოკითხვების თანახმად, ლულა ბოლსონარუს 20%-ით უსწრებს.
საპრეზიდენტო არჩევნები ბრაზილიაში 2 ოქტომბერს გაიმართება.