დიდი ბრიტანეთი გაზრდის უკრაინის დახმარებას უკრაინულ ქალაქებზე რუსეთის ყოველი სარაკეტო თავდასხმის შემდეგ. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა და პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ლიზ ტრასმა პირველი ლედებისა და ჯენტლმენების სამიტზე განაცხადა.
"ყოველი გასროლილი რაკეტის შემდეგ, რომელიც უკრაინის ქალაქებს ხვდება, ყველა მამაკაცს, ქალს და ბავშვს, რომელიც იტანჯებაა, ჩვენ უფრო მეტ დახმარებას გავუწევთ. ჩვენ უკვე გამოვყავით ოთხ მილიარდ ფუნტზე მეტი სხვადასხვა სახის დახმარების ფარგლებში და ვმუშაობთ "დიდი შვიდეულის" პარტნიორებთან რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დასაწესებლად, პუტინის ომის მანქანაზე კოლექტიური ზეწოლის გაზრდისა და უკრაინის კოლექტიური დახმარების გაზრდის მიზნით", – განაცხადა ტრასმა.
ლიზ ტრასის განცხადებით, უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო დანაშაულების მტკიცებულებების რაოდენობის იზრდება. მისივე თქმით, ამჟამად, რუსეთი სურსათს ომის იარაღად იყენებს.
"აგრესორმა უნდა წააგოს და ამიტომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინელ ხალხს მათი მიწიდან რუსების განდევნაში. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინას შეუძლია ომი მოიგოს თავისუფალი სამყაროს მხარდაჭერით", - აღნიშნა ტრასმა.
ლიზ ტრასის თქმით, დიდი ბრიტანეთი დარჩება უკრაინასთან მანამ, სანამ საჭირო იქნება. „უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს“, - დასძინა მან.