24 ივლისს რუსეთის არმიის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ზუსტად ხუთი თვე გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში ომის საშინელების ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა.
"ხუთი თვე. რვა წლის შემდეგ. ომმა უკრაინა ვერ გატეხა და ვერც გატეხს. მან ვერ შეაჩერა სიცოცხლე ჩვენს ქვეყანაში და ვერც შეაჩერებს. ის, რაც დამპყრობლებმა ჩვენს ქვეყანას მოუტანეს, ნამდვილად არ დაგვაქცევს ამ საშინელების მძევლებად. ჩვენ არ დავემორჩილებით, გავუძლებთ, დავიცავთ იმას, რაც ჩვენია, ჩვენ გავიმარჯვებთ!", - წერს ზელენსკი.