თურქეთის თავდაცვის მინისტრ ჰულუსი აკარის განცხადებით, შაბათს, 23 ივლისს რუსეთის ოფიციალურმა პირებმა ანკარას აცნობეს, რომ ოდესის პორტის დაბომბვასთან "არანაირი კავშირი არ აქვთ".
"რუსეთთან ჩვენი კონტაქტისას მათ გვითხრეს, რომ ამ თავდასხმასთან აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ აქვთ, ასევე გვითხრეს, რომ ისინი ამ საკითხს ყურადღებით და დეტალურად შეისწავლიან", - განუცხადა აკარმა ჟურნალისტებს.
თურქეთი შეშფოთებულია, რომ ოდესაში აფეთქებები მარცვლეულის ექსპორტზე შეთანმებაზე ხელმოწერის შემდეგ უმალვე მოხდა. შეთანხმება 22 ივლისს, სტამბოლში თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ თაიფ ერდოღანისა და გაეროს გენერალური მდივან ანტონიო გუტერეშის მეცადინეობით გაფორმდა.
შეგახსნებეთ, უკრაინული მარცვლელის ექსპორტისა და პორტების განბლოკვის შესახებ შეთანხმებიდან რამდენიმე საათში, რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე სარაკეტო იერიში მიიტანა.
დაბომბვიდან მალევე გავრცელდა ცნობა, სარაკეტო თავდასხმას არ დაუზიანებია პორტში მდებარე მარცვლელის შესანახი საცავები. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
პორტის დაბომბვა მკაცრად დაგმეს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელმა და უკრაინაში აშშ-ის ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა.