დიდი ბრიტანეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ეწვია სასწავლო პოლიგონს, სადაც ბრიტანელი ინსტრუქტორები უკრაინელ სამხედროებს წვრთნიან.
ვიზიტის კადრები მთავრობის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა.
"ამ კვირაში ვეწვიე უკრაინელ სამხედროებს, რომლებიც ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთადნ წვრთნებს გადიან ჩრდილოეთ იორკშირში. დიდ ბრიტანეთს გადაწყვეტილი აქვს, გააკეთოს ყველაფერი, რათა დაეხმაროს უკრაინას რუსული აგრესიის მოგერიებაში“, - ამბობს ჯონსონი.
ერთი დღით ადრე, ბორის ჯონსონი უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა და კიდევ ერთხელ დაარწმუნა ლონდონის მტკიცე მხარდაჭერაში.
შეგახსენებთ, ბორის ჯონსონმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. მთავრობის მეთაურის მოვალოებას ის სექტემბრის დასაწყისამდე შეასრულებს, ვიდრე მმართველი კონსერვატიული პარტია ახალ ლიდერს არ აირჩევს.